მარკო რუბიო: კონფლიქტი, რომელიც დაიწყო ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა უკრაინას და, მე ვიტყოდი, რომ ასევე რუსეთს, მაგრამ აგრეთვე ევროპის სტაბილურობას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ აშშ უკრაინაში ომის დასასრულებლად იმუშავებს.,-ამის შესახებ მარკო რუბიომ „ენბისი ნიუსის“ გადაცემა Today-ში ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე ტრამპის წინასაარჩევნო დაპირების შესახებ რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის 24 საათში დასრულებაზე, რუბიომ თქვა, რომ ეს საქმე უფრო რთულია და მოლაპარაკებები საჯაროდ არ გაიმართება.

„ეს არის რთული, ტრაგიკული კონფლიქტი, რომელიც დაიწყო ვლადიმერ პუტინმა, რომელმაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა უკრაინას და, მე ვიტყოდი, რომ ასევე რუსეთს, მაგრამ აგრეთვე ევროპის სტაბილურობას. ასე რომ, ერთადერთი გზა ამ საკითხების გადასაჭრელად არის, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ პრაგმატიზმს, მაგრამ ჩვენ ასევე დავუბრუნდეთ სერიოზულობას. და ეს არის დიპლომატიის მძიმე სამუშაო. აშშ-მა აქ თავისი როლი უნდა ითამაშოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მაგრამ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს“, – განაცხადა რუბიომ.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო – საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირი ერთადერთი მხარეა, რომელიც არაფერს შვება და ეს სირცხვილია – ანგარიშია პუტინი – 1, ევროპა – 0, თამაში ჯერ არ დასრულებულა, მოდით, ყველაფერი ვქნათ, რომ არ წავაგოთ
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ტრამპის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებიც მას უკრაინის შესახებ დეზინფორმაციას და პრორუსულ პოზიციას აწვდიან