მარკო რუბიო – ისტორიული მიღწევა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის – ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რუსეთთან ენერგეტიკული კავშირები გაწყვიტეს

ისტორიული მიღწევა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რუსეთთან ენერგეტიკული კავშირები გაწყვიტეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„ისტორიული მიღწევა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის, რომელიც აშშ-ის ენერგეტიკის სექტორისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის: ბალტიისპირეთის ქვეყნებმა რუსეთთან ენერგეტიკული კავშირები გაწყვიტეს“, – წერს მარკო რუბიო.

მარკო რუბიო ესტონეთს, ლატვიასა და ლიეტუვას ევროპის ელექტრო სისტემასთან დაკავშირებას ულოცავს.

ცნობისთვის, ბალტიის ქვეყნები, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი გუშინ კონტინენტური ევროპის ელექტროგადამცემ ქსელს შეუერთდნენ. ლიეტუვამ, ესტონეთმა და ლატვიამ თავიანთი ელექტროსისტემები რუსეთის ელექტროქსელიდან 8 თებერვალს გათიშეს.

banner
წინა სტატიაშიCNN – უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიევს მომავალ კვირას ეწვევა
შემდეგი სტატიაგიორგაძე: მინდა მჯეროდეს, საქართველოს მთავრობა ქვეყანას ერთადერთი სწორი გზით გაუძღვება