აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, თეირანსა და ვაშინგტონს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე ახალი დეტალები დღესვე გახდება ცნობილი.
ოფიციალური ვიზიტით ინდოეთში მყოფმა რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანთან გარიგების გაფორმების კუთხით მხარეებმა „მნიშვნელოვან პროგრესს“ მიაღწიეს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოაცხადებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროცესი ფინალურ სტადიაზეა, თუმცა დეტალების გასაჯაროებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა:
„მჯერა, რომ ირანთან შეთანხმების შესახებ მეტი სიახლე დღეს ცოტა მოგვიანებით გავრცელდება. ამ საკითხზე შემდგომი განცხადებების გაკეთებას პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მივანდობ ბ. მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო წერტილი“, — განაცხადა მარკო რუბიომ.















