17.8 C
Tbilisi
პარასკევი, ოქტომბერი 16, 2026
banner

მარკო რუბიო: ირანში გადაწყვეტილებებს რადიკალი შიიტი სასულიერო პირები იღებენ

ირანში გადაწყვეტილებებს რადიკალი შიიტი სასულიერო პირები იღებენ – ასეთ ადამიანებს არასდროს უნდა ჰქონდეთ ბირთვული იარაღი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიონ განაცხადა.

„მათ სწამთ, რომ მათი რელიგიური მოწოდებაა, აპოკალიფსის გზით სამყაროს აღსასრული გამოიწვიონ. ასეთ ადამიანებს არასდროს უნდა ჰქონდეთ ბირთვული იარაღი, რადგან ისინი მას სამყაროს დასაშანტაჟებლად და ხალხის დასახოცად გამოიყენებენ“,
– აღნიშნა რუბიომ.

მისი თქმით, ირანი, ბირთვული იარაღის ფლობის შემთხვევაში, შეძლებდა სრუტეების გაკონტროლებას და გადასახადების დაწესებას.

„ირანს რომ ბირთვული იარაღი ჰქონოდა, რომლითაც თავის მეზობელ ქვეყნებსა და მსოფლიოს დაემუქრებოდა, შეძლებდნენ სრუტეების კონტროლს, გადასახადის დაწესებას და იმის გადაწყვეტას, ვის მიეწოდებოდა ენერგია და ვის – არა ამ პლანეტაზე“, – აღნიშნა რუბიომ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს რომ ირანთან დაკავშირებით სხვაგვარად ემოქმედა, „5 წლის შემდეგ ყველა იტყოდა: „ვერ ვიჯერებ, რომ ირანს ჩვეულებრივი თავდაცვითი ფარის საფარქვეშ ბირთვული იარაღის პროგრამის შექმნისა და განვითარების საშუალება მისცეს და ახლა ახლო აღმოსავლეთში ჩრდილოეთ კორეის მსგავსი საფრთხე გვაქვს“.

„სწორედ ასეთი სცენარის წინაშე ვიდექით. სწორედ ამის თავიდან აცილება შეძლო ტრამპმა“, – აღნიშნა რუბიომ.

banner
წინა სტატიაშიგელა ხასაიამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა
შემდეგი სტატიაგრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სტუდენტის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია