11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

მარკო რუბიო: ირანი სრუტის გახსნას კი არა, მის მითვისებას ცდილობს – ეს ჩვენთვის მიუღებელია

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, Fox News-თან ინტერვიუში, ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის „მკაცრი პირობებით“ გახსნის ინიციატივაზე ისაუბრა. რუბიოს განცხადებით, თეირანის ხედვა სტრატეგიულ საწყალოსნო გზაზე რადიკალურად განსხვავდება საერთაშორისო საზოგადოების ხედვისგან.

სახელმწიფო მდივანმა ირონიულად განმარტა, თუ რას გულისხმობს ირანი სრუტის გახსნაში.

„მათი გაგებით სრუტის გახსნა ნიშნავს: დიახ, სრუტე ღიაა, თუ თქვენ ირანთან კოორდინაციაში ხართ, აიღებთ ჩვენგან ნებართვას და გადაგვიხდით — წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ აგაფეთქებთ“, — განაცხადა რუბიომ.

რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტე საერთაშორისო მნიშვნელობის წყალსავალია და არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ერთპიროვნულად გადაწყვიტოს, ვინ გამოიყენებს მას.

აშშ არ დაუშვებს იმ სისტემის ნორმალიზებას, სადაც ირანი წყვეტს სხვის გადაადგილებას.

„ჩვენ ვერ შევეგუებით მათ მცდელობას, დააწესონ კონტროლი იქ, სადაც საერთაშორისო სამართალი მოქმედებს“,_ განაცხადა რუბიომ.

banner
წინა სტატიაში“ორი მოწმე განსხვავებულ პოზიციას აღწერს” – პროკურორი გავრცელებულ ჩანაწერებზე
შემდეგი სტატიადიდი ბრიტანეთი მხარს არ უჭერს აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადას