მარკო რუბიო – გერმანიის ახალი მთავრობა მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს ქმედებებით პასუხობს

გერმანიის ახალი მთავრობა აცნობიერებს მსოფლიოში არსებული ამჟამინდელი გამოწვევების აქტუალურობას და მათ ქმედებებით პასუხობს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, გერმანია აძლიერებს თავდაცვას და მხარს უჭერს უკრაინაში ომის დასრულების მცდელობებს.

„ვაშინგტონში დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული მივიღე. გერმანიის ახალი მთავრობა აცნობიერებს მსოფლიოში არსებული ამჟამინდელი გამოწვევების აქტუალურობას და მათ ქმედებებით პასუხობს. გერმანია აგრძელებს მუშაობას – აძლიერებს თავდაცვას, პეკინის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებს აკავებს და მხარს უჭერს უკრაინაში ომის დასრულების მცდელობებს“, – დაწერა მარკო რუბიომ.

banner
წინა სტატიაშიილონ მასკი – ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს უაზრო ხარჯების შემცირების შესაძლებლობისთვის
შემდეგი სტატიაალექსანდრე მუხაძეს, იგივე ქილერას, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა- პროკურატურა