ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ომის დასრულებისკენ, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აშშ-ისა და უკრაინის მიერ საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას.
„აშშ-ის პრეზიდენტის ხელმძღვანელობის წყალობით, დღეს აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმებას, ეს არის ჩვენი საერთო კეთილდღეობის ეტაპი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ ომის დასრულებისკენ“, – წერს რუბიო.
აშშ-მა და უკრაინამ ხელი მოაწერეს წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას და საინვესტიციო ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ.