6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
banner

მარკო რუბიო: აშშ-ის მოკავშირეებმა მხარი უნდა დაუჭირონ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევას ირანთან ომის დასრულების შემდეგ

აშშ-ის მოკავშირეებმა ევროპასა და აზიაში მხარი უნდა დაუჭირონ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევას ირანთან ომის დასრულების შემდეგ,- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

„ამ ყველაფრის დასრულებისა და ჩვენი მიზნების მიღწევისთანავე, ერთ-ერთი დაუყოვნებელი გამოწვევა, რომლის წინაშეც აღმოვჩნდებით, არის ირანი, რომელმაც შეიძლება გადაწყვიტოს, რომ სურს ჰორმუზის სრუტეში გადასახადის სისტემის შექმნა. ეს არა მხოლოდ უკანონოა, არამედ მიუღებელია, საშიშია მსოფლიოსთვის და მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ჰქონდეს გეგმა ამის დასაძლევად“, – განაცხადა რუბიომ საფრანგეთში, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, აშშ ომისშემდგომ ძალისხმევაში ჩაერთვება, მაგრამ ევროპისა და აზიის ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ სასწორზე და დიდი წვლილი უნდა შეიტანონ.

რუბიოს მტკიცებით, მოკავშირეები მისი გზავნილი გულთან მიიტანეს.

banner
წინა სტატიაშიმამა ანდრია: წინ გვაქვს პროცედურა პატრიარქის გამორჩევისა, გარკვეული ვნებათაღელვა შეინიშნება ზოგიერთ სატელევიზიო ეთერში
შემდეგი სტატიაირანი: აშშ და ისრაელი ორ ბირთვულ ობიექტს თავს დაესხნენ