20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

მარკო რუბიო: აშშ-ირანს შორის ომის დასრულების შესახებ შეთანხმების „კარგი ნიშნები“ არსებობს

დიპლომატიური შეთანხმება არ შედგება, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემების გავლისთვის გადასახადს დააწესებს,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.

მისივე თქმით, პაკისტანის შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების პროცესში პროგრესის მიუხედავად, ვაშინგტონს საქმე აქვს „სისტემასთან, რომელიც თავისთავად გარკვეულწილად დაშლილია”.

რუბიომ ასევე აღნიშნა, რომ ნებისმიერი დიპლომატიური შეთანხმება შეუძლებელი იქნება, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გავლის სანაცვლოდ გადასახადს დააწესებს.

„მსოფლიოში არავინ არის გადასახადის სისტემის მომხრე. ეს არ შეიძლება მოხდეს. ეს მიუღებელი იქნება. თუ ისინი გააგრძელებენ ამისკენ სწრაფვას, ეს დიპლომატიურ შეთანხმებას შეუძლებელს გახდის. ასე რომ, ეს მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, თუ ისინი ამის გაკეთებას ცდილობენ, ეს სრულიად უკანონოა“, – განუცხადა მარკო რუბიომ ჟურნალისტებ.

banner
წინა სტატიაშილევან ცუცქირიძე: კარგი ორმხრივი შეხვედრა გვქონდა მაია სანდუსთან
შემდეგი სტატიაუკრაინულ დრონებთან დაკავშირებით ცრუ ბრალდებების გამო ესტონეთმა რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა