10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

მარკო რუბიო: აშშ ელის, რომ ირანში მისი ოპერაცია „კვირებში და არა თვეებში“ დასრულდება

აშშ ელის, რომ ირანში მისი ოპერაცია „კვირებში და არა თვეებში“ დასრულდება,– აღნიშნული განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გააკეთა.

რუბიომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს ჯერ არ მიუღია ირანისგან პასუხი 15-პუნქტიან წინადადებაზე, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებისთვის წარუდგინა.

„ჯერ არ მიგვიღია. გვაქვს შეტყობინებები. გვქონდა შეტყობინებების და მინიშნებების გაცვლა ირანული სისტემის მხრიდან გარკვეულ საკითხებზე საუბრის მზაობის შესახებ“, – აღნიშნა რუბიომ საფრანგეთში, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის შემდეგ.

ამასთან, მისი თქმით, პასუხი, შეიძლება, ნებისმიერ მომენტში მიიღონ.

„ვის ვესაუბრებით? რის შესახებ ვისაუბრებთ და როდის? პასუხები შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოვიდეს“, – განაცხადა რუბიომ და შესაძლო ვარიანტად დღევანდელი ან ხვალინდელი დღე დაასახელა.

banner
წინა სტატიაშიირანი: აშშ და ისრაელი ორ ბირთვულ ობიექტს თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიაირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“: აშშ-თან და ისრაელთან დაკავშირებული ინდუსტრიების თანამშრომლებმა სამუშაო ადგილები დაუყოვნებლივ დატოვონ