მარკირება გავლილმა ადამიანმა ხმა კიდევ ერთხელ მისცა – ფაქტი სამგორის მე-6 საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა

საარჩევნო უბნებზე მარკირება გავლილი პირების მიერ განმეორებით ხმის მიცემა დაფიქსირდა – ეს განცხადება, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა გააკეთა. ეკა გიგაურის თქმით, “გამჭვირვალობის” დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ერთი შემთხვევა ხმის მიცემის იმ პირს მიერ, რომელსაც გავლილი ჰქონდა მარკირება.

„ჩვენ დავაფიქსირეთ მუქარა ჩვენს დამკვირვებელზე, ასეთი იყო ერთი ფაქტი, სამგორის მე-6 საარჩევნო ოლქის 64-ე უბანზე, სადაც ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ჩვენს დამკვირვებელს, ეს მოხდა უბნის გარეთ. ასევე, ჩვენი დამკვირვებელი ორ შემთხვევაში არ შეუშვეს თავიდანვე უბანზე, ეს იყო სამგორში 85-ე და 43-ე უბანზე,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.

ეკა გიგაურის თქმით, ასევე დაფიქსირდა კომისიის წევრის მიერ, ფუნქციათა გადანაწილებაში, გადანაწილების კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი, ეს იყო ერთ შემთხვევაში.

„მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წევრმა არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში, მას მაინც მიენიჭა ფუნქცია, რაც ასევე ვფიქრობთ, რომ იყო დარღვევა, ეს მოხდა დიდუბის საარჩევნო ოლქში, პირველ უბანზე,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.

banner
წინა სტატიაში„1-ელ ოქტომბერს დაგვაჭერით ხახვი და ახალა მეორე დიდი ხახვი იქონიეთ“ – თეა წულუკიანი არჩევნებზე
შემდეგი სტატიასაარჩევნო უბნიდან ,,ოცნების” კოორდინატორი გაიქცა