მარხვაში რძის პროდუქტების ჭამისთვის მღვდლები ზიარებას აღარ აკრძალავენ

ილია მეორე-ქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება,ღმერთი ადამიანს ჯვარს აძლევს იმის მიხედვით,რამდენის ტარებასაც შეძლებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II მრევლს მიმართავს. მიმართვაში ნათქვამია, რომ ხვალ, 28 ნოემბერს, იწყება საშობაო მარხვა, რომელიც 7 იანვრამდე გასტანს. ამ მარხვაში 25 დეკემბრის ჩათლით დაშვებული იქნება თევზი (ოთხშაბათის და პარასკევის გარდა).

ამასთან პატრიარქმა მღვდლები აკურთხა, რომ მარხვაში მრევლს რძის პროდუქტის მიღების გამო ზიარება არ აუკრძალონ.

“ეპიდემიის მიზეზით შექმნილი ვითარების გამო, სასულიერო პირებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, იკონომიის წესით, საჭიროებისამებრ, მისცენ ნება მორწმუნეთ რძის ნაწარმის გამოყენებისა და არ შეუქმნან მათ დაბრკოლება წმ.ზიარების მისაღებად”. – ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.

ჯანდაცვის კრიზისისას პატრიარქი მოსახლეობას ასევე მოუწოდებს ლოცვა გააძლიერონ და ყოველდღიური ლოცვების გარდა, დამატებით წაიკითხონ მე-3, 26-ე, 102-ე და 145-ე ფსალმუნები.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 66 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა