მარკეტში უნდა დაწესდეს სპეციალური ზომები

მარკეტში უნდა დაწესდეს სპეციალური ზომები, რომელიც მარკეტის მფლობელებსა და მმართველებს დაავალდებულებს, რომ დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპაში არის პრაქტიკა, რომ ადამიანები რიგში დგანან უსაფრთხო დისტანციის დაცვით.

„ჩვეულებრივ, უნდა ვნახოთ საუკეთესო პრაქტიკები, როგორიც არსებობს ევროპაში, ადამიანები რიგში დგანან ორ მეტრამდე უსაფრთხო დისტანციის დაცვის პირობებში. ეს ჩვენი მოქალაქეების თვითორგანიზებისა და, რა თქმა უნდა, ბიზნესის პასუხისმგებლობის საკითხია“, – განაცხადა პრემიერმა.

ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. სხვა შეზღუდვებთან ერთად, იკრძალება 10 კაცზე მეტი ადამიანის შეკრება. გიორგი გახარიას თქმით, შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 48-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტის მიმართვა საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით