მარკეტა გრეგოროვა: ვნახე ვიდეო და მინდა ვთქვა, რომ მსგავსი რამ მიუღებელია

ევროპარლამენტში ყველა გაკვირვებული იყო, როდესაც პატიმრის, ადამიანის და მით უმეტეს პრეზიდენტის მიმართ მსგავსი ქცევა იხილეს… – ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრებს, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.

“ვნახე ვიდეო და მინდა ვთქვა, რომ მსგავსი რამ მიუღებელია. აქ, ევროპარლამენტში, ყველა გაკვირვებული იყო, როდესაც პატიმრის, ადამიანის და მით უმეტეს პრეზიდენტის მიმართ მსგავსი ქცევა იხილეს. რთულია იმის თქმა, კონკრეტულად სააკაშვილის წინააღმდეგ იმოქმედეს ასე თუ ეს სტანდარტული ქცევაა პატიმრების მიმართ, მაგრამ ეს ძალიან შემაშფოთებელია და იმედი მაქვს, რადგან გასაჯაროვდა, სიტუაცია მალე შეიცვლება.

ვიცი რომ ისინი საქართველოში არიან, მათ შორის ანა ფოტიგა. მე არ ვიცი, რაზე შეთანხმდნენ, როდესაც მოფრინავდნენ. არა მგონია, რომელიმე მთავრობა ვალდებული იყოს, რომ ყველა დაუშვას პატიმართან, მაგრამ ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტარებისთვის გამონაკლისი დაიშვება. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ის მოლაპარაკებებია, რომლებსაც ჩვენი წარმომადგენლები თბილისში მართავენ და როდესაც ისინი დაბრუნდებიან, აუცილებლად მექნება საუბარი კოლეგებთან იმაზე, თუ რა ხდება საქრთველოში.

მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ პატიმარს, ნებისმიერ ადამიანს უნდა გაეწიოს ადეკვატური სამედიცინო მკურნალობა. ჩვენ ვსაუბრობთ აქ, მათ შორის ბატონ გლუკსმანთან, პოტენციურ ქმედებებზე, მათ შორის ერთობლივ წერილზე, რომელსაც საქართველოს მთავრობას გავუგზავნით, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ჯანმრთელობა არ უნდა ავურიოთ კრიმინალურ საქმეებთან და პოლიტიკურ თემებთან, რადგან ეს სხვადასხვა საკითხებია”,- ამბობს მარკეტა გრეგოროვა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის რადას სპიკერი კახა კუჭავას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიადავით კიზირია: წალენჯიხამ ახლა ახალ პოლიტიკურ კულტურას ქმნის, რომელიც სამაგალითო და სამოდელო გახდება მთელის საქართველოსთვის