ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს, არ მადარდებს თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს ამას, დანარჩენი 25 წევრი ქვეყანა? რა უშლის მათ ხელს? – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ განაცხადა.
„ელენე ხოშტარიას დაკავება და პატიმრობა საქართველოს დემოკრატიის ვარდნის კიდევ ერთი შემაშფოთებელი ნაბიჯია. ელენე დააკავეს მმართველი პარტიის საწინააღმდეგო საპროტესტო გზავნილების დაწერისთვის და ახლა მას მრავალწლიანი ციხე ემუქრება. ის ერთ-ერთია მრავალთაგან, ვინც პოლიტიკურად მოტივირებული პროცესებისა და მომიტინგეებზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე გაძლიერებული რეპრესიების ნაწილია. ეს გადაიზარდა დემოკრატიის სრულ ეროზიასა და ანტიდემოკრატიული ძალების კონსოლიდაციაში.
გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტში იღებენ კიდევ ერთ კანონს, რომელიც კრძალავს ელემენტარულ აქტივიზმსაც კი. ევროკავშირმა ამას ბოლოს და ბოლოს უნდა უპასუხოს მიზნობრივი სანქციებით პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ.
არ მაინტერესებს, თუ წევრი სახელმწიფოებიდან ორი ამას საბჭოში დაბლოკავს. რა ვუყოთ დანარჩენ 25 წევრ სახელმწიფოს? მათ არ შეუძლიათ სანქციების გამოყენება? რა უშლით ხელს? წინააღმდეგ შემთხვევაში, დუმილი და უმოქმედობა მხოლოდ ათამამებს ანტიდემოკრატიულ ძალებს და აგზავნის სახიფათო სიგნალს, რომ ევროპა ყოფილი კანდიდატი ქვეყნის მოქალაქეების რეპრესიებს სათანადო შედეგების გარეშე ტოვებს“, – განაცხადა მარკეტა გრეგოროვამ.















