მარკ რუტემ და კიტ კელოგმა შეხვედრისას უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილეს

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ შეხვედრა გამართა უკრაინისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, გენერალ კიტ კელოგთან. მხარეებმა უკრაინაში ომის დასრულების საკითხი განიხილეს.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მარკ რუტემ „ხაზი გაუსვა კონფლიქტის სამართლიანი და ხანგრძლივი მოგვარების მნიშვნელობას უკრაინის სტაბილური მომავლის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე „ხაზი გაუსვა აშშ-ის ადმინისტრაციასთან მიმდინარე ინტენსიური კონსულტაციების მნიშვნელობას“.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიტ კელოგი უკრაინას 20 თებერვალს ეწვევა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი პესკოვი პოზიტიურად აფასებს აშშ-ის და რუსეთის ოფიციალური პირების მოსალოდნელ შეხვედრას, რომელიც საუდის არაბეთში უნდა გაიმართოს
შემდეგი სტატიააშშ-ის სენატორთა ჯგუფი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის შესახებ ნებისმიერ მოლაპარაკებაში უკრაინა და ევროპა აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ