„მიხარია, რომ ჩემს მეგობარს, ვოლოდიმირ ზელენსკის, ანკარაში ვმასპინძლობ“, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
რუტეს განცხადებით, უკრაინის უსაფრთხოება საერთო უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია და მნიშვნელოვანია მუშაობა იმისთვის, რომ უკრაინას საკუთარი თავისუფლების დასაცავად საჭირო შესაძლებლობები ჰქონდეს.
„უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა და ჩვენ მნიშვნელოვანი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი, რათა უზრუნველვყოთ, რომ თქვენ კვლავ გქონდეთ ყველაფერი, რაც საჭიროა თქვენი თავისუფლების დასაცავად“,– წერს მარკ რუტე.

















