11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

მარკ რუტე უკრაინის რადაში:ალიანსის წევრი ქვეყნები, უკრაინასთან ერთად, ქმნიან ახალ იარაღს და მას დაუყოვნებლივ აწვდიან თქვენს ქვეყანას

“ჩვენ მზად ვართ ოპერატიულად აღმოვუჩინოთ მხარდაჭერა უკრაინას.ალიანსის წევრი ქვეყნები, უკრაინასთან ერთად, ქმნიან ახალ იარაღს და მას დაუყოვნებლივ აწვდიან თქვენს ქვეყანას”,- განაცხადა რადაში ნატო-ს გენერალური მდივან მარკ რუტემ.

“ვიცი, რომ ზამთარი ცივია, მაგრამ გაზაფხული მოვა. იყავით ძლიერები. ვიცი, რომ დადგება. სლავა უკრაინი!”

 

ნატო-ს გენერალური მდივან მარკ რუტე უკრაინაში იმყოფება. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად კიევში ეროვნული ხსოვნის სახალხო მემორიალს ეწვია.

როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, მათ პატივი მიაგეს იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც ქვეყნის დასაცავად თავი გაწირეს.

„დამოუკიდებლობის მოედანი. ეროვნული ხსოვნის სახალხო მემორიალი. მემორიალი, რომელიც პატივს მიაგებს ჩვენს გმირებს, მეომრებს, ჩვენს ხალხს, რომლებმაც დაიცვეს უკრაინა მტრისგან, იბრძოდნენ და უდიდესი მსხვერპლი გაიღეს ამ ომში. ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად დღეს პატივი მივაგე დაღუპული უკრაინელი დამცველების ხსოვნას. მარადიული პატივი ჩვენს მეომრებს. მარადიული მადლიერება მათი თავგანწირვისა და ქვეყნის დაცვისთვის. ჩვენი მოვალეობაა, შევინარჩუნოთ ჩვენი დაღუპული გმირების ხსოვნა“, – წერს ის.

 

banner
წინა სტატიაშიარალეგალური სასაკლაოები შიდა ქართლში- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ობიექტები დააჯარიმა და საწარმოო პროცესი შეუჩერა
შემდეგი სტატიაწულუკიანი გახარიაზე: კომისიაზე მოსვლა იარაღიანი დაცვით მოითხოვა, მე არ ვისვრი, არც კომისიის წევრები და ვისგან უნდა დაგვეცვა იარაღით?