ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე უკრაინაში სამგზავრო მატარებელზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი კრემლის ლიდერის მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს.
„უკრაინაში სამგზავრო მატარებელზე განხორციელებული დარტყმა აჩვენებს, თუ რა სასოწარკვეთილ მდგომარეობაში აღმოჩნდა პუტინი“, — განაცხადა მარკ რუტემ.
ალიანსის გენერალური მდივნის თქმით, ვლადიმერ პუტინი ცდება, თუ ფიქრობს, რომ მსგავსი თავდასხმებით დასავლეთს შეაშინებს. რუტეს განმარტებით, ნატო-ს პასუხი უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის გაზრდა იქნება, რათა ქვეყანას თავდაცვისთვის საჭირო ყველა რესურსი ჰქონდეს.
„ამასთან, ნატო-ს კოლექტიური თავდაცვისადმი ჩვენი ვალდებულება ურყევია. ჩვენ ყოველთვის გავაკეთებთ ყველაფერს, რაც აუცილებელია მოკავშირეების ტერიტორიის თითოეული გოჯის დასაცავად“, — აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.








