მარკ რუტე – სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მოკავშირე თურქეთსა და დაღუპულთა ახლობლებს

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით სამძიმარს უცხადებს თურქეთსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს.

„ვუცხადებთ სამძიმარს ჩვენს მოკავშირე თურქეთსა და თურქეთის სამხედრო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს. ჩვენ პატივს ვცემთ მათ სამსახურს და ღრმად მადლიერი ვართ ყველაფრისთვის, რასაც თურქეთის შეიარაღებული ძალები – და ალიანსის ყველა ჩვენს სამხედრო ფორმაში მყოფი მამაკაცი და ქალი – ყოველდღიურად აკეთებენ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – წერს რუტე.

banner
წინა სტატიაშიჯგუფურად დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი დააკავეს
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა ბუდიონოვსკში ქიმიურ საწარმოს დაარტყეს