ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბერლინში, გერმანიის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი ევროპისთვის გრძელვადიან საფრთხედ რჩება, რადგან მისი ეკონომიკა მთლიანად სამხედრო რელსებზეა გადაყვანილი.
მისი თქმით, მიუხედავად უზარმაზარი დანაკარგებისა, ვლადიმერ პუტინი ომის შეჩერებას არ გეგმავს, თუმცა დასავლეთის დაშინებასა და უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებას ვერ შეძლებს.
„რუსეთის ბოლოდროინდელი მტრული ქმედებები გაუაზრებელია, საშიშია და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. თუმცა, ეს არ გვაშინებს. ვიცით, რომ ეს იმ სასოწარკვეთილი რეჟიმის ტაქტიკაა, რომელიც უკრაინაში თავის მიზნებს ვერ აღწევს…
რუსეთი ყოველთვიურად 40 000-ზე მეტ დაღუპულსა თუ მძიმედ დაშავებულს კარგავს. პუტინს ჰგონია, რომ ჩვენი დაყოფა და უკრაინის მხარდაჭერის დასუსტება შეუძლია, მაგრამ ის წარმატებას ვერ მიაღწევს“, — აღნიშნა მარკ რუტემ.








