მარკ რუტეს შეფასებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის პარალელურად, რუსეთის ქმედებები სულ უფრო უგუნური ხდება, საფრთხე კი უკვე უშუალოდ ევროპისა და ნატო-ს ტერიტორიაზე ვრცელდება:
„რუსეთის მიერ შექმნილი საფრთხე აშკარაა“, — აღნიშნა რუტემ.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ მოსკოვში იმედოვნებენ, რომ ახალი საფრთხეები დასავლეთს დაყოფს ან უკრაინის დახმარებას შეაჩერებს, ისინი ცდებიან.
„ჩვენი ერთიანობა ურყევია“, — დასძინა მან.


















