25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

მარკ რუტე რუმინეთში რუსული დრონის შეჭრაზე: ნატო მზად არის დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი ინჩი

რუსეთის დაუდევარი და უპასუხისმგებლო ქცევა საფრთხეს გვიქმნის ყველას – ნატო მზად არის დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი ინჩი, -ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ რუმინეთის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რუმინეთის პრეზიდენტს წუხელ დრონთან დაკავშირებულ ინციდენტზე ესაუბრა და ალიანსის სრული სოლიდარობა დაუდასტურა.

„დავადასტურე, რომ ნატო მზად არის დაიცვას მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი ინჩი. გავაგრძელებთ მზადყოფნის გაძლიერებას ნებისმიერი საფრთხის შეკავებისა და მისგან თავდაცვისთვის, მათ შორის დრონებიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგაც,“ – აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს უკრაინის მასშტაბით მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანში ამოღებას და გუშინდელმა ღამემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მისი „უკანონო აგრესიული ომის შედეგები საზღვარზე არ ჩერდება.“

„რუსეთის ომი უნდა დასრულდეს, ისევე როგორც უნდა დასრულდეს რუსეთის მხრიდან სამოქალაქო უსაფრთხოების უგულებელყოფა. ჩვენი მხრივ, გავაგრძელებთ შეკავებისა და თავდაცვის გაძლიერებას და ასევე უკრაინის მხარდაჭერას, რადგან ის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იცავს თავს“, – აღნიშნა რუტემ.

banner
წინა სტატიაშიურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთის წინააღმდეგ ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს
შემდეგი სტატიათუშეთთან დამაკავშირებელი გზის დროულად გახსნის მოთხოვნით, ახმეტაში საპროტესტო აქცია გაიმართა