მარკ რუტე – პუტინის სამხედრო მანქანა შენელების ნაცვლად სწრაფდება, რუსეთი ნატო-ს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოსაყენებლად ხუთ წელიწადში მზად იქნება

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე აცხადებს, რომ რუსეთი ნატო-ს წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოსაყენებლად ხუთ წელიწადში მზად იქნება.

რუტეს თქმით, რუსეთი სამ თვეში აწარმოებს საბრძოლო მასალების იმ რაოდენობას, რასაც ნატო მთელი წლის განმავლობაში.

„რუსეთმა ძალები გააერთიანა ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან. ისინი აფართოებენ შეიარაღებული ძალებსა და შესაძლებლობებს. პუტინის სამხედრო მანქანა შენელების ნაცვლად სწრაფდება. რუსეთი თავის ძალას ჩინური ტექნოლოგიების გამოყენებით აღადგენს, უფრო სწრაფად აწარმოებს იმაზე მეტ იარაღს, ვიდრე გვეგონა. თავს ნუ მოვიტყუებთ, ახლა ჩვენ ყველა აღმოსავლეთ ფლანგზე ვართ. რუსული რაკეტების ახალ თაობას შეუძლია, იფრინოს სიჩქარით, რაც ბევრჯერ აღემატება ბგერის სიჩქარეს. ევროპის დედაქალაქებთან დისტანცია რამდენიმე წუთის საკითხია. აღარ არსებობს აღმოსავლეთი ან დასავლეთი – არის მხოლოდ ნატო“, – განაცხადა რუტემ.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: რაც ამ საკითხზე ვიხილეთ, სახიფათო ნიშანია, რომ საშიშ მოვლენასთან გვაქვს საქმე
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე ლევან მაისურაძე დაინიშნა