10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

მარკ რუტე: NATO-ს წევრი ქვეყნები ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის საუკეთესო გზას განიხილავენ

NATO-ს გენერალურმა მდივნის  მარკ რუტეს განცხადებით, ალიანსის წევრები ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის „საუკეთესო გზას“ განიხილავენ.

„რა თქმა უნდა, ყველანი ვთანხმდებით, რომ ვაჭრობა კვლავ უნდა გაიხსნას. მე ვიცი, რომ მოკავშირეები ერთად მუშაობენ და განიხილავენ, თუ როგორ გააკეთონ ეს. NATO-ს მოკავშირეები ამაზე კოლექტიურად მუშაობენ, რათა წინსვლის გზა იპოვონ“, – აღნიშნა რუტემ.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ NATO-ს წევრები აშშ-ს უნდა შეუერთდნენ სრუტეში უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველსაყოფად.

აშშ-ის პრეზიდენტმა სხვა ქვეყნებს მოუწოდა, გაგზავნონ სამხედრო გემები ტანკერების გასაცილებლად ჰორმუზის სრუტეში, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოს ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის მომარაგებისთვის.

banner
წინა სტატიაში“მისი გამორჩეული სიბრძნე და უსაზღვრო თანაგრძნობა, მუდამ დარჩება მეხსიერებაში საქართველოს საზღვრებს მიღმაც” – ბულგარეთის საელჩო
შემდეგი სტატიაგარეგინ II: ილია II-ის მრავალწლიანი სასულიერო მსახურება თავდადებული სულიერი ლიდერობის დასტური იყო