15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

მარკ რუტე: NATO მრავალი საფრთხის წინაშე დგას – თუმცა, ყოველთვის გააკეთებს იმას, რაც საჭიროა მოკავშირეების დასაცავად

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, მარკ რუტე აცხადებს, რომ NATO ერთდროულად მრავალი საფრთხის წინაშე დგას – თუმცა ის ყოველთვის გააკეთებს იმას, რაც საჭიროა ყველა მოკავშირის დასაცავად. 

 „საფრთხეები, რომლის წინაშეც ვდგავართ, დიდია – არქტიკიდან ხმელთაშუა ზღვამდე, კოსმოსიდან ზღვის ფსკერამდე, რაკეტებიდან და დრონებიდან კიბერშეტევებამდე. გრძელდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, ჩინეთის სამხედრო მოდერნიზაცია და ბირთვული გაფართოებაც. ირანი ტერორსა და ქაოსს ავრცელებს. […] ბოლო კვირების განმავლობაში NATO-მ ირანიდან თურქეთისკენ მიმართული ბალისტიკური რაკეტები ოთხჯერ წარმატებით ჩაჭრა. NATO მზადაა ასეთი საფრთხეებისთვის და ყოველთვის გააკეთებს იმას, რაც საჭიროა თურქეთისა და ყველა მოკავშირის დასაცავად”,_  ამბობს რუტე.

 დღესვე, NATO-ს გენერალური მდივანი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ანკარაში შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და მისი დეტალები უცნობია

banner
წინა სტატიაში“ნებისმიერ ინსტანციაში ჩემ სიმართლეს აუცილებლად დავამტკიცებ” – ლუკა ჭოხონელიძე გამოკითხვაზე მივიდა
შემდეგი სტატია“საქართველოს არაფერი აქვს შესაცვლელი. რა არ მოსწონს კაია კალასს, გაუგებარია”- მაკა ბოჭორიშვილი