13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

მარკ რუტე: მოვუწოდებთ საქართველოს, პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს

რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობას, მიგვაჩნია, რომ ამ ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც უნდა ვაღიაროთ , – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას “ევროსკოპის” მიერ საქართველოს შესახებ დასმულ შეკითხვაზე უპასუხა.

„რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ევროკავშირთან. ასევე, რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობას, მიგვაჩნია, რომ ამ ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც უნდა ვაღიაროთ. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ საქართველოს, რომ პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს. მათ შორის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის კუთხით კურსი განაგრძოს, რაც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. ამიტომ, ჩვენ დიალოგი და დისკუსია უნდა შევინარჩუნოთ და პოზიცია უნდა დავიკავოთ, რომ უმჯობესია ურთიერთობები გავაგრძელოთ, რათა გვქონდეს საშუალება ეს პრობლემები განვიხილოთ, ვიდრე ვთქვათ, რომ ეს არ მოგვწონს და ურთიერთობებს სრულად ვასრულებთ“, – განაცხადა მარკ რუტემ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ავალიანის დედა ბრალდებულების სიმკაცრით დასჯას ითხოვს
შემდეგი სტატიაბენიამინ ნეთანიაჰუ: ირანის საზღვაო ძალების სარდალი ლიკვიდირებულია – დარტყმები სრული ძალით გრძელდება