11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

მარკ რუტე – ევროპა იპოვის უკრაინისთვის იარაღის შესაძენად 15 მილიარდ დოლარს

ევროპა იპოვის უკრაინისთვის იარაღის შესაძენად 15 მილიარდ დოლარს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ კიევში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კითხვაზე პასუხისას, თუ როგორ შეიძლება 15.5 მილიარდი აშშ დოლარის შეგროვება PURL პროგრამის დაფინანსებისთვის, რომელიც აშშ-ში იარაღის შესყიდვისთვის გამოიყენება, რუტემ განაცხადა, რომ ეს სახსრები ნამდვილად იქნება უზრუნველყოფილი.

“სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ფული იქნება, ვინაიდან ყველამ ვიცით რამდენად კრიტიკული მნიშვნელობა აქვს…

ახლა მოკავშირეების ორი მესამედი მონაწილეობენ PURL პროგრამაში, მაგრამ ნამდვილად არის ფინანსური წონის გადანაწილების პრობლემა…

ახლა არიან ცალკეული ქვეყნები, რომლებიც ბევრს აკეთებენ, ბევრი რაღაცას აკეთებს, ხოლო მცირე ნაწილი არაფერს არ აკეთებს. მაგრამ ნამდვილად, საჭიროა დაფინანსების უკეთესი გადანაწილება, და ამაზე ვმუშაობთ,” – განაცხადა რუტემ.

მან აღნიშნა, რომ ცალკეული ერები, რომლებსაც საგრძნობი წვლილი შეაქვთ PURL პროგრამით შესყიდვებში არიან კანადელები, ნორვეგიელები, გერმანელები, შვედები და ბალტიის ქვეყნები.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მა ჩამოაგდო ირანული დრონი, რომელიც არაბეთის ზღვაში აშშ-ის ავიამზიდს უახლოვდებოდა
შემდეგი სტატია„ტირანებს უყვართ ცენზურა“ – ილონ მასკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშზე