მარკ რუტე აცხადებს, რომ 2030 წლამდე ევროკავშირის გაფართოების იდეას მხარს არ უჭერს

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს 2030 წლამდე ევროკავშირის გაფართოების იდეას.

რუტეს თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატებმა მთელი რიგი პირობები უნდა შეასრულონ და ამ მხრივ დათმობა არ შეიძლება.

„საკითხავი ის კი არ არის, როდის იქნება ქვეყანა მზად, არამედ საკითხავია, არის თუ არა ის მზად“, – აღნიშნა რუტემ.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირს უკვე ჰყავს 27 წევრი და მეტი ქვეყანა თუ შეუერთდება, გადაწყვეტილების მიღების პროცესი და რიგი სხვა საკითხები კიდევ უფრო გართულდება.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის თავდაცვის მინისტრი: პირველად ისტორიაში ვარშავა საჰაერო თავდაცვის სისტემით დაიფარება
შემდეგი სტატიაზელენსკი – ჟან-კლოდ იუნკერმა გადაწყვიტა რუსული ნარატივების გახმოვანება, რადგან ყველას დაავიწყდა, ვინ არის ის, მაგრამ ის მოხუცი კაცია, მშვიდობას ვუსურვებ