მარკ ფეიგინი მოუწოდებს მხარდამჭერებს, 9 მარტს სოლიდარობის ნიშნად მთელს მსოფლიოში გამოვიდნენ. სწორედ ამ დღეს არის დანიშნული უკრაინელი მფრინავის მორიგი სასამართლო სხდომა.ნადია სავჩენკოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს რუსეთს ევროკავშირიც.ყველაფერი ევროსაბჭოს დეპუტატის ინიციატივით დაიწყო, რომელსაც სოციალურ ქსელებში მხარი დაუჭირეს.ნებისმიერ მსურველს შეუძლია აქციას შეუერთდეს ერთი საათით, ორით, ან რამდენიმე დღით.
“მთავარია სავჩენკომდე მივიდეს ხმა, რომ ის მარტო არ არის, რომ მასზე ვფიქრობთ” – ამბობს ჩეხი დეპუტატი კრისტინა ზელენკოვა.
ნადია სავჩენკომ, რომელსაც ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში ადანაშაულებენ, ორი დღის წინ მშრალი შიმშილობა დაიწყო. მას 23–წლიანი პატიმრობა ემუქრება.