მარკ კარნის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპი აღარ ფიქრობს კანადის 51-ე შტატად გადაქცევის საკითხზე

კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპი აღარ ფიქრობს კანადის 51-ე შტატად გადაქცევის საკითხზე.

სიენენის“ ჟურნალისტის კითხვაზე, კვლავ საუბრობს თუ არა დონალდ ტრამპი კანადის ანექსიის შესახებ, კარნიმ უპასუხა: „ არა, აღარ. ის აღფრთოვანებულია კანადით. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მას სურდა კანადა“.

კარნიმ ასევე ისაუბრა ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის თავდაცვითი ხარჯების გაზრდის შესახებ.

„პრეზიდენტი ფოკუსირებულია ორმხრივი ურთიერთობების შეცვლაზე. ჩვენ ვართ ნატო-ში. ის ფოკუსირებული იყო იმაზე, რომ ყველა წევრმა, კანადის ჩათვლით, გადაიხადოს თავისი წილი. ვფიქრობ, ახლა ამას ვაკეთებთ“,- აღნიშნა კანადის პრემიერ მინისტრმა.

კანადის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზეც და აღნიშნა, რომ ამჟამინდელი პრიორიტეტი უნდა იყოს ძირითადი საკითხების მოგვარება, ცეცხლის შეწყვეტა, ჰუმანიტარული დახმარების სრული აღდგენა და მძევლების გათავისუფლება.

banner
წინა სტატიაშიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შემდეგი სტატიამდინარე მტკვარზე 28 ივნისიდან ორთაჭალჰესის თაღოვანი ხიდის სრული რეაბილიტაცია დაიწყება