მარკ კარნი – ამერიკა კანადა არ არის

ამერიკა კანადა არ არის, კანადა არასოდეს იქნება ამერიკის ნაწილი რაიმე გზით, ან ფორმით, – ამის შესახებ კანადის „ლიბერალური პარტიის“ ლიდერის არჩევნებში გამარჯვებულმა მარკ კარნიმ განაცხადა.

„ამერიკელებს უნდათ ჩვენი რესურსები, წყალი, ჩვენი მიწა, ჩვენი ქვეყანა. დაფიქრდით. თუ წარმატებას მიაღწიეს, დაანგრევენ ჩვენი ცხოვრების წესს”, – აღნიშნა კარნიმ.

მან ასევე ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რასაც ქვეყანას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სატარიფო მუქარები უქმნის.

„ჩვენ მას წარმატების უფლებას ვერ მივცემთ. ჩვენ ძლიერი კანადა ვართ“, – განაცხადა კარნიმ და დასძინა, რომ აშშ-ის წინააღმდეგ დაწესებული საპასუხო ზომები ძალაში დარჩება.

„ზომები ძალაში დარჩება მანამ, სანამ აშშ არ შემოგვიერთდება თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის მიმართ სანდო და საიმედო ვალდებულებების აღებაში“, – აღნიშნა კარნიმ.

შეგახსენებთ, მარკ კარნიმ „ლიბერალური პარტიის“ ლიდერის არჩევნებში გაიმარჯვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჯასტინ ტრუდოს ჩაანაცვლებს.

banner
წინა სტატიაშისამოქალქო აქტივისტების შემდეგ ქვეყანას ჟურნალისტები ტოვებენ
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე: რეჟიმთან ბრძოლა ნიშნავს ამ საყრდენებზე შეტევას, ამ საყრდენების მოშლის მცდელობას და ეს ყველაფერი არის გასაკეთებელი ახლა (!) და ერთიანად (!), მანამ სანამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ბრძოლის რესურსი (რადგან დრო ჩვენზე არ მუშაობს)