მარკ ცუკერბერგი “ფეისბუკის” პოლიტიკას ცვლის

მარკ ცუკერბერგმა საკუთარი ქსელის მეშვეობით გაავრცელა ვიდეო მიმართვა, რომლის თანახმად იგი ცვლის ქსელში პოლიტიკური რეკლამის განთავსების პოლიტიკას. მიმართვაში მარკ ცუკერბერგი საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორი რეაქცია ექნება “ფეისბუკს” რუსეთის “ტროლების ფაბრიკის” მიერ ამ ქსელის შესაძლებლობების სავარაუდო გამოყენებაზე.
შეგახსენებთ, კომპანია “ფეისბუკმა” აშშ-ს კონგრესს მიაწოდა შიდა გამოძიების შედეგი, რომელმაც გახსნა ყალბი რუსული “აკაუნტების” ქსელის მუშაობა. ისინი ყიდულობდნენ რეკლამას ქსელში, რათა გავლენა მოეხდინათ მომხმარებელთა აზრზე აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს.
“ფეისბუკის” ახალი პოლიტიკა შემდეგ პუნქტებს მოიცავს:
– აშშ-ს მთავრობასთან თანამშრომლობის გაგრძელება რუსეთის მიერ 2016 წლის არჩევნებში ჩარევის საკითხის შემდგომი გამოძიების მიზნით;
– ცვლილებები პოლიტიკური რეკლამის გაყიდვასთან დაკავშირებით. ამიერიდან მომხმარებელს ექნება საშუალება თვალი ადევნოს რეკლამის განმთავსებლის “აქტივობას”;
– პოლიტიკური რეკლამის ყიდვის და მისი განთავსების პროცესის გამკაცრება;
– სხვა ქვეყნების საარჩევნო კომისიებთან თანამშრომლობა;
– ინვესტიციების და თანამშომელთა რიცხვის გაზრდა, რომლებიც თვალს ადევნებენ საარჩვნო პროცესს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში კულტურის მოღვაწეთა “შავი სია” გააფართოვეს
შემდეგი სტატიახობში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატ ნინო ჭანტურიას და მამამისს, ჯემალ ჭანტურიას თავს დაესხნენ