მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტთა პაკეტიდან ეს მუხლი უკვე ამოღებულია, თუმცა უცვლელი რჩება ე.წ. უკონტაქტო პატრულირება და მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა. შსს-ს მიერ ერთი წლის წინ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ორშაბათიდან განახლდება.

„პარლამენტმა დეკემბერში მიიღო საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რამაც გარკვეულწილად გააძვირა განბაჟება და ის რისკები რაც იყო, რომ გაიზრდებოდა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა მარცხენა საჭიანებთან მიმართებაში და გაუთანაბრდებოდა მათ, ეგ რისკები შემცირდა. შესაბამისად, ჩვენ მკაცრ მიდგომებს აღარ მოვითხოვთ და ეს ნაწილი ამოღებული იქნება კანონპროექტიდან. ანუ არ აიკრძალება მარჯვენასაჭიანები. ვისაც უღირს, რომ ამ ფასად შემოიყვანოს, შესაძლებელი იქნება,“ – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსთავში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 21 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიარუსმა ოკუპანტებმა განმუხური-ფიჩორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს