მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დედა-შვილი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ბაქრაძის ქუჩასთან. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულია მცირეწლოვანი ბავშვი და მისი დედა.

მომხდარის შემდეგ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა დაშავებული ბავშვის მამასა და მეორე ავტომობილის მძღოლს შორის. მძღოლი სამართალდამცველებსაც დაუპირისპირდა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მძღოლი სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიტიროდა, გაშავებული იყო ბავშვი, შიში ჰქონდა – სოფელ ზედა ეწერის საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი მასწავლებელს შვილის ცემაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატია„სასამართლო პროცესს თქვენც წააგებთ“ – ნატო ჩხეიძისა და კობა გვენეტაძის ცხარე პოლემიკა