მარჯანიშვილის თეატრის გვერდით “სპან კაფე” და მიმდებარე რამდენიმე კაფე დაარბიეს

როგორც FrontNews-ის კორესპოდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, რამდენიმე კაფე ათობით სპორტული აღნაგობის მამაკაცმა დაარბია, რომლებმაც დაზიანებები მიაყენეს ასევე მფლობელებს. სავარაუდოდ, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

როგორც “სპან კაფეს” უცხოელი მფლობელი აცხადებს, თავდამსხმელები შენობის მინებს სკამებს და სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ. დარბეულია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე კაფეც.

მისივე თქმით, მისთვის უცნობია მამაკაცების ქმედების მიზეზი, რადგან კონფლიქტის არანაირი საფუძველი არ არსებობდა.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

banner
წინა სტატიაშიგაეროს გენერალურ მდივანს კარლ დიდის პრემია გადაეცა
შემდეგი სტატია„ოცნების“ რუსული თამაშები – რა კავშირშია ე.წ. ფოთის პორტის სკანდალთან ბათუმის დაჭერები