მარიუპოლში სასწრაფოდ უნდა შეიქმნას საევაკუაციო დერეფნები ცეცხლის შეწყვეტის გარანტიებით – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი მარიუპოლში საევაკუაციო დერეფნების სასწრაფოდ ორგანიზებას ითხოვს.

“ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელთათვის თავისუფალი და უსაფრთხო წვდომა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადამიანის უფლებათა ძირითადი პრინციპებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. უკვე კვირებია მსოფლიო რუსეთის მიერ მარიუპოლში სასტიკი, უკანონო თავდასხმის მოწმე გახდა, რამაც გამოიწვია ქალაქის მასშტაბური განადგურება. მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ სისასტიკის ჩადენა ქალაქის გათავისუფლების მატყუარა პრეტექსტით. ქალაქის ათასობით მცხოვრები დეპორტირებულია რუსეთში, ან იძულებით გადაასახლეს უკრაინის მთავრობის არაკონტროლირებად რეგიონებში”, – განაცხადა ბორელმა.

banner
წინა სტატიაშირუსულმა ძალებმა მიკოლაივი დაბომბეს, ქალაქში „კომენდანტის საათი“ დაწესდა
შემდეგი სტატიამართლმადიდებელ ქრისტიანთა რწმენით, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა