მარიუპოლში სასმელი წყლის დეფიციტი კრიტიკულ დონეზეა

მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშენკოს განცხადებით, მარიუპოლში სასმელი წყლის დეფიციტი ახლა კრიტიკულ დონეზეა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მისივე თქმით, იმისათვის, რომ ადამიანებმა სასმელი წყალი მიიღონ, უნდა დარეგისტრირდნენ და მისი მიღება მხოლოდ 2 დღეში ერთხელ შეუძლიათ.

მედიის ცნობით, მარიუპოლში დაზიანებები იმდენად მძიმეა, რომ ძირითადი სერვისები, როგორიც არის ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყლის მილსადენები რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი.

“ადრე მცირედით იყო წყლის რაოდენობა, ახლა კი მთლიანად შემცირდა, დარეგისტრირებაა საჭირო. მომავალში ტემპერატურა მოიმატებს, წყლის დონე დაეცემა და წყალის ნაკლები იქნება”, – განაცხადა ანდრიუშენკომ.

ამასთან, ანდრიუშენკომ ეპიდემიის გავცელების საფრთხის შესახებ გაიმეორა. იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქში დიდი რაოდენობით ნაგავი და გვამებია.

“ძნელი სათქმელია, თუ რა სახის ეპიდემია იქნება. ჩვენ ველოდებით ქოლერას ან ნებისმიერ ვირუსულ ეპიდემიას, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან არის დაკავშირებული. ანტისანიტარიის შედეგად, ეს შეიძლება მოხდეს”, – დასძინა ანდრიუშენკომ.

banner
წინა სტატიაშიბატონო ბორელ, მარცვლეული გჭირდებათ? მობრძანდით, იყიდეთ, ერთადერთი, რაც ხელს გიშლით ამაში, არის სინდისის ნაკლებობა – ზახაროვა
შემდეგი სტატიაუკრაინელები გენერალ კუტუზოვის ლიკვიდაციის შესახებ იუწყებიან