მარიუპოლში რუსული ჯარები ვერ ახერხებენ ქალაქის სრულად აღებას, მძიმე ბრძოლები გრძელდება – მოტუზიანიკი

„მარიუპოლში მძიმე ბრძოლები გრძელდება, რუსული ჯარები ვერ ახერხებენ ქალაქის სრულად აღებას“, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა.
„მარიუპოლში ორი სამხედრო ფორმირების შერწყმა ბრწყინვალე ტაქტიკური ოპერაციაა. ვითარება მარიუპოლში რთულია. ბრძოლები გრძელდება. რუსული არმია მუდმივად იღებს დამატებით დანაყოფებს ქალაქის შტურმისთვის. ამ დროისთვის აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს ილიჩის ქარხანასთან და მარიუპოლის პორტის ზონაში. მაგრამ რუსებს არ შეუძლიათ ამ ქალაქის სრულად აღება“, – განაცხადა მოტუზიანიკმა.

სპიკერმა დასძინა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაფერს გააკეთებენ მარიუპოლის განბლოკვისთვის.

banner
წინა სტატიაშიმედვედჩუკის მეუღლემ უკრაინის ხელისუფლება მისი ქმრის წამებაში დაადანაშაულა
შემდეგი სტატიამათ არ სურთ ქვემეხის საკვები გახდნენ – დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში იძულებითი მობილიზაციის გეგმა ჩაიშალა