მარიუპოლში ოკუპანტებმა სუპერმარკეტი გვამების ნაგავსაყრელად აქციეს – მერის მრჩეველი

მარიუპოლში ოკუპანტებმა სუპერმარკეტი ცხედრების ნაგავსაყრელად აქციეს, – ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

მისი თქმით, სუპერმარკეტში ადამიანების ცხედრები ყრია.

„კიდევ ერთი საშინელი აღმოჩენა სუპერმარკეტში… რუსებმა სუპერმარკეტი გვამების ნაგავსაყრელად აქციეს“, – განაცხადა პეტრ ანდრიუშჩენკომ.

ანდრიუშჩენკომ დასძინა, რომ ასეთი ვითარება დამპყრობლების არაადამიანურობის და ეპიდემიის საფრთხის აშკარა დემონსტრირებაა.

მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ აღნიშნა, რომ ამ ზაფხულს ქალაქს ემუქრება ინფექციების გავრცელება, კერძოდ, ჭირი და დიზენტერია.

„ექიმები აცხადებენ საშიშროების შესახებ, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ ზაფხულს. ინფექციური დაავადებების, დიზენტერიის, ჭირის და სხვა დაავადებების გავრცელება შეიძლება მოხდეს ზაფხულში“, – განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში უბედურ შემთხვევას 25 წლის კაცი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიამედიის ინფორმაციით, ევროკავშირმა მილსადენით იმპორტირებულ რუსულ ნავთობზე შესაძლოა, ემბარგოს დაწესება გადადოს