მარიუპოლში მსხვერპლის რაოდენობამ, შესაძლოა, 20 000-ს გადააჭარბოს – დენისოვა

უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა რწმუნებულის ლუდმილა დენისოვას განცხადებით, მარიუპოლში მსხვერპლთა რაოდენობამ, შესაძლოა, 20 000-ს გადააჭარბოს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ დენისოვამ „ტელეგრამში“ განაცხადა.

„თითო დანგრეული სახლის ქვეშ ათობით მშვიდობიანი მოსახლის ცხედარია ნაპოვნი. შესაბამისად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მარიუპოლში ადამიანური ზარალის ოფიციალური მონაცემები 20 000-ზე მეტი იქნება”, – ხაზგასმით აღნიშნა დენისოვამ.

დენისოვას თქმით, რუსეთის ქმედებები მარიუპოლში არის გენოციდი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ.

მან მოუწოდა გაეროს, გაითვალისწინონ გენოციდის აღნიშნული ფაქტები.

banner
წინა სტატიაშიხარკოვში, ფაშიზმზე გამარჯვების დღე მეტროში აღნიშნეს
შემდეგი სტატიაუკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა წერტილი დაუსვა საერთო ევროპული სახლის იდეას – შტაინმაიერი