მარიუპოლში კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპული 100-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს

დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში, რუსეთის დაბომბვის შედეგად დაღუპული 100-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ გაავრცელა.

მისი თქმით, საჰარეო დაბომბვის შედეგად დაღუპული 100-ზე მეტი ადამიანის ცხედარი ამ დრომდე კორპუსის ნანგრევებშია დარჩენილი. რუსი ოკუპანტები მათ დაკრძალვას, როგორც ჩანს არ გეგმავენ.

“ექსჰუმაცია გრძელდება. პრიორიტეტულად სკოლებისა და საბავშვო ბაღების ეზოებში. ექსჰუმაციის შემდეგ აქ მუშავდება სუნიანი ორმოები. ქუჩებში და ეზოებში დამუშავება არ ხდება”, – ამბობს ანდრიუშჩენკო.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კასპში ლუდის საწარმო ფართოვდება
შემდეგი სტატიაპატრიარქმა საქართველო ევროპაში შეიყვანა – სალომე ზურაბიშვილი