მარიუპოლში, ყოფილი ქარხნის, „ოქტიაბრის“ ტერიტორიაზე 70-მდე დაღუპული უკრაინელის ცხედარი აღმოაჩინეს

მარიუპოლში, ყოფილი ქარხნის, „ოქტიაბრის“ ტერიტორიაზე 70-მდე დაღუპული უკრაინელის ცხედარი აღმოაჩინეს. ინფორმაციას უკრაინული მედია, მარიუპოლის მერის მრჩეველზე, პეტრო ანდრიუშჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსი ჯარისკაცები ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე ნანგრევებს ასუფთავებენ, რა დროსაც იპოვეს 70-მდე ცხედარი. მოქალაქეების დაღუპვის მიზეზი ოკუპანტების მიერ შენობის დაბომბვა გახდა“, – განაცხადა ანდრიუშენკომ.

მერის მრჩეველი წერს, რომ ოკუპანტებს ცხედრების იდენტიფიცირება არ მოუხდენიათ და ისინი სოფელ სტარი კრიმში მდებარე მასობრივ საფლავზე დაკრძალეს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ არ მივცემთ არც ერთ სანქცირებულ კომპანიას, თუ ფიზიკურ პირს საშუალებას, საქართველო გამოიყენოს სანქციების გვერდის ავლის მიზნით, არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ არაერთი ცილისწამება გვესმის, როგორც ოპოზიციის ასევე, სამწუხაროდ, უკრაინის მთავრობის მხრიდან
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ნებისმიერი ტიპის საქონელი რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ შეტანილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს