მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში 600-ზე მეტი დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქე და მებრძოლი მედიკამენტების გარეშეა დარჩენილი

მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში 600-ზე მეტი დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქე და მებრძოლი მედიკამენტების გარეშეა დარჩენილი.ამის შესახებ მარიუპოლში მყოფმა 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაურმა სერგეი ვოლინამ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში განაცხადა.

ვოლინას თქმით, არ არსებობს მედიკამენტები და საჭირო პირობები დაჭრილების მკურნალობისთვის.

მანვე დასძინა, რომ ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, ცხოვრობენ ანტისანიტარიულ პირობებში და მათ საკვები და წყალი ელევათ.

36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მარიუპოლიდან ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის “დიუნკერკის” მსგავს ევაკუაციას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშივფიქრობ, ოკუპანტები ხერსონისკენ გაიწევენ. ჩვენი მიზანია, რომ კონტრშეტევაზე გადავიდეთ – კიმი
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტრო კრივი-რიჰისა და ნიკოლაევის მიმართულებით საბრძოლო მოქმედებების გააქტიურებას ელის