მარიუპოლში აფეთქებას დონეცკის დაზვერვის სამსახურის უფროსი შეეწირა

მარიუპოლის ცენტრალურ რაიონში აფეთქებისას უკრაინის უშიშროების სამსახურის თანამშრომელი ალექსანდრ ხარაბერიუში დაიღუპა. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ გარდაცვლილს “დონეცკის სამმართველოს ფაქტობრივი ხელმძღვანელი” უწოდა. პროკურორის თქმით, ხარაბერიუში საკუთარ ავტომობილში დაიღუპა. “მოხდა აფეთქება. მან ორივე ფეხი დაკარგა და სისხლისგან დაიცალა სასწრაფო დახმარების მანქანაში” -განაცხადა ლუცენკომ.
შემთხვევა დღეს დილის საათებში მოხდა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს უკვე აღარ უნდა ბაშარ ასადის ჩამოგდება
შემდეგი სტატიაევროკავშირი “ბრექსითს” ორ ეტაპად განახორციელებს