მარიუპოლში 2000 რუსი ჯარისკაცია – CNN

ამჟამად მარიუპოლში დაახლოებით 2000 რუსი ჯარისკაცია, რაც ორი რუსული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ტოლფასია.

ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა CNN-ს განუცხადა.
დაზუსტებულია, რომ რუსეთის ფედერაციის ათი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი განლაგებულია სოფელ ბოლშაია ნოვოსელკას სამხრეთით (მარიუპოლიდან დაახლოებით 100 კილომეტრში). ისინი შეჩერდნენ „ან უკეთესი თავდაცვითი პოზიციების შესაქმნელად, ან ხელახალი აღჭურვისა და გადაჯგუფების მიზნით“.

ოფიციალური პირის თქმით, რუსული ჯარები სამხრეთით მოძრაობენ, მაგრამ უკრაინის არმიის წინააღმდეგობებს აწყდებიან.

”მათ ნამდვილად არ მიაღწიეს რაიმე პროგრესს სამხრეთში”, – თქვა პენტაგონის წარმომადგენელმა მარიუპოლში არსებულ ვითარებაზე.

ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული შეტევის პროგრესი “ნელი და არათანაბარი რჩება

banner
წინა სტატიაშიაზოვის პოლკის მეთაური პროკოპენკო: “სიტუაცია ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ დაცვას”
შემდეგი სტატიაცნობილი ჟურნალისტი ალექსანდრე მახოვი გარდაიცვალა