მარიუპოლს მასშტაბური ეპიდემია ემუქრება – დენისოვა

მარიუპოლს ემუქრება მასშტაბური ეპიდემია, რის შედეგადაც არსებობს ათასობით ქალაქის მაცხოვრებლის სიკვდილის რისკი, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა.

მისი თქმით, ჩაკეტილ მარიუპოლში ინფექციური კატასტროფა შეიძლება, გამოწვეული იყოს წყლის ნაკლებობით, დაზიანებული საკანალიზაციო სისტემებით და სახლების ნანგრევებში მყოფი გვამების დიდი რაოდენობით.

„მარიუპოლში ყველაზე დიდი პრობლემა სუფთა სასმელი წყალია, რომელიც ქალაქში არ არის. გარდა ამისა, კრიტიკული მდგომარეობაა დაზიანებულ საკანალიზაციო სისტემებში“, – აღნიშნა უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა.

დენისოვას თქმით, ბევრმა ადამიანმა, დაიწყო მარიუპოლში საცხოვრებლად დაბრუნება. როგორც ცნობილია, მარიუპოლის 100 ათასამდე მცხოვრებს მუდმივი საფრთხე ემუქრება.

გარდა ამისა, კატასტროფული ვითარება შეიძლება შეიქმნას მარიუპოლში რუსული ჯარების ბლოკადის და მუდმივი დაბომბვის გამო.

წინასწარი მონაცემებით, წლის ბოლომდე შესაძლოა 10 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპოს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის სამხედრო ძალები იზიუმის მიმართულებით კონტრშეტევაზე გადავიდნენ – სინეგუბოვი
შემდეგი სტატიაბიბილოვის მოქმედება არაკორექტულია, მან არჩევნები წააგო და რეფერენდუმის დანიშვნის უფლება უკვე არჩეულ პრეზიდენტს აქვს. თანაც რუსეთს დღეს ეს რეფერენდუმი არაფერში სჭირდება – ზატულინი