მარიუპოლის მოსახლეობას გამოსაკვებად “მტრედებზე ნადირობას აიძულებენ” – ბოიჩენკო

ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლის მცხოვრებლებს „აიძულებენ ინადირონ მტრედებზე“, რათა იკვებონ, განაცხადა მარიუპოლის დევნილმა მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ.

ბოიჩენკომ თქვა, რომ მოსახლეობა „ხაფანგებს იყენებს“ მტრედების დასაჭერად და რომ რუსული ძალები „დასცინიან ადამიანებს, რომლებიც ომამდე სრულფასოვნად ცხოვრობდნენ – არ იცოდნენ რა იყო შიმშილი ან სასმელი წყლის ნაკლებობა“.

„ეს საშინელებები ხდება 21-ე საუკუნეში, ევროპის გულში, მთელი მსოფლიოს თვალწინ“, – თქვა ბოიჩენკომ.

ბოიჩენკოს განცხადება დასრულდა რამდენიმე რჩევით მტრედების ჭამის საშიშროების შესახებ. ვიდოეში მარიუპოლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ლაზარენკომ თქვა: „მტრედები მრავალი ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი დაავადების გამრავლების საფუძველია”.

მისივე თქმით, ხორცი შეიძლება დაინფიცირდეს. მას შეუძლია გამოიწვიოს ჰისტოპლაზმოზი, ენცეფალიტი, ორნიტოზი, სალმონელოზი, ტოქსოპლაზმოზი და სხვა საშიში დაავადებები. ასეთი დაავადებები განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისა და მოხუცებისთვის. ასევე, სათანადო სამედიცინო დახმარების არარსებობის შემთხვევაში, ამან შეიძლება სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

banner
წინა სტატიაშიგანადგურებული ქალაქები, სამარხები ბუჩაში – ეს ტრაგედიაა, რომლის გადომცემაც რთულია – სანდუ
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან 170 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადმოიყვანეს