მარიუპოლის მერის მრჩეველი – „აზოვსტალის” ქარხანაზე საჰაერო თავდასხმები არ წყდება, ქარხნის ტერიტორიის ნაწილზე კი ქუჩის ბრძოლა გრძელდება

საჰაერო თავდასხმები „აზოვსტალის“ ქარხანაზე არ წყდება, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო Telegram-ში იუწყება.

მისივე თქმით, ქარხნის ტერიტორიის ნაწილზე გრძელდება ქუჩის ბრძოლა.

ამასთან, პეტრო ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ ოთხშაბათს მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მცდელობაზე შეთანხმება არ მომხდარა.

banner
წინა სტატიაშივაკე-საბურთალოს გზაზე მთის ნაწილი ჩამოიშალა
შემდეგი სტატიაქადაგიშვილი – არესტოვოჩის ყველა განცხადება პოლიტიკური ავანტიურისტის განცხადებაა