მარიუპოლის მერის მრჩეველი აცხადებს, რომ ქალაქში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

მარიუპოლში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ-არხში მარიუპოლის მერის მრჩეველი პიოტრ ანდრიუშენკო ავრცელებს.

ანდრიუშენკოს ცნობით, სამარხში 100-ზე მეტი ცხედარია ნაპოვნი.

„ახალი ძმათა სასაფლაო ლევობერეჟიეს ნანგრევების ქვეშ. კიევის ქუჩა 53. კვლავ 100-ზე მეტი ცხედარი თებერვლის ბოლოდან“, – აღნიშნავს ანდრიუშენკო.

მერის მრჩეველი ამბობს, რომ მარიუპოლში ექსჰუმაცია ფაქტობრივად შეჩერებულია.

„საოკუპაციო ხელისუფლება იმდენად არის გატაცებული აღდგენის სურათის შექმნით, რომ დაკრძალვისთვის არ სცალიათ. ქუჩაში მოწყობილი დროებითი საფლავები თანდათან მუდმივად იქცევა“, – ამბობს ანდრიუშენკო.

უკრაინის ხელისუფლების მონაცემებით, რუსეთის საომარი მოქმედებების შედეგად მარიუპოლში 22 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.

წინა სტატიაშისამგორში, „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა
შემდეგი სტატიანერვებმა უმტყუნა ადამიანს ისეთი მძიმე იყო შეურაცხყოფა – სარჯველაძე ოხანაშვილზე